გავიხსენეთ განვლილი ტრნინგების მასალა, განვიხილეთ მეორე მოდული განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომის ახალი ვერსია, შევადარეთ სასწავლო პროექტის გეგმაში არსებულ ინდიკატორებთან მოვიძიეთ შესაბამისობები მაღალი დონის სააზროვნო კითხვებთან, მოვიძიეთ თემის შესაბამისი ზოგადი კითხვა გავეცანით დრაივის სისტემის გამოყენებას. მივიღეთ საშინაო დავალება.
Monday, June 27, 2016
Thursday, June 23, 2016
სემინარის დასაწყისში გავიხსენეთ პირველ დღეს მიღებული ინფორმაცია, სემინარის წევრებმა წარმოვადგინეთ ინდივიდუალური თემები. განვიხილეთ, მივიღეთ საჭირო რჩევები, შევიტანე მცირედი ცვლილებები პროექტის გეგმაში. მოვიძიეთ ინიკატორები საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, რომელსაც შემდგომ შევაფასებთ. გავეცანით პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლებს, განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება სწავლების თემა, განვიხილეთ სტატიის დაგეგმვის სტრატეგიები. გავეცანით ბუკლეტის მომზადების ხერხებს (საშუალებით ვისწავლე სურათების ჩასმა და ა.შ ), გადავიგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე ბუკლეტისა და სასწავლო პროექტის გეგმა. მივიღეთ საშინაო დავალება ბუკეტის დამზადება
Wednesday, June 22, 2016
სემინარის დასაწყისში გავეცანი ჯგ წევრებს, შევქმენი პორტფოლიო, ვნახე სასწავლო პროექტის შაბლონი. გავეცანი კომპიუტერების ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების, წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასაწავლო შედეგების მიღწევაში მის აუცილებლობას, ინტეგრირების მრავალგვარ შესაძლებლობას, გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს რომელის საშუალებითაც გავიგე რომელი დოკუმენტი სად უნდა შევინახო, გავიგე და ვისწავლე მაღალი სააზროვნო უნარებზე გასვლის აუცილებლობა, გავეცანი პროექტის შინაარს და მის დაგეგმვას, რა ტიპის აქტივობების გამოყენებაა შესაძლებელი, გავეცანი სამიზნე ჯგ რა უნდა ავუხსნა, სწავლების მეთოდი, თუ როგორ აკმაყოფილებს პროექტები სასწავლო სტანდარტებს, როგორ იცვლება მოსწავლის როლი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ან ფასდება პროექტები, თუ როგორ გეგმავთ პროექტების გამოყენებას სასწავლო პროცესში. პოტენციურად რა კითხვები შეიძლება დაგისვან მოსწავლეებმა,პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს.
Subscribe to:
Posts (Atom)